კრიზისი ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები თავისას არ თმობენ – ელისაშვილი

“კრიზისი ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები თავისას არ თმობენ”- ეს განცხადება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

“მე ვიცი ის, რომ შეთანხმება არის საჭირო. ეს კრიზისი უკვე რაღაც რაღაც იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა, გაღატაკდა ეს ქვეყანა და ვინმეს თუ უნდა, რომ რეალურად ქვეყანაზე და ხალხზე ვიფიქროთ, დღეს არის ის შესაძლებლობა, შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის არა.”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.