კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი, თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს – წილოსანი

ქართული ოცნების წევრი, ნინო წილოსანი ვერ ხვდება, ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია რატომ უნდა მოწონდეთ. ის ამას “კრიმინალის რომანტიზებით” ხსნის.

“როგორც ჩანს, ბნელი 90-იანების კანონდაუმორჩილებლობის და კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი , თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს”, — წერს წილოსანი ფეისბუქზე.

უცნობია, რას უკავშირდება ეს პოსტი, თუმცა შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ 1 ნოემბერს აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, რის გამოც პროკურატურამ მის მიმართ 70 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა. ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.