ამ წუთებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან “ევროპული საქართველოს”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, ასევე “გირჩისა” და “გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათ მოლოდინი აქვთ, რომ საუბარი შეეხება იმ 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც შარლ მიშელის ვიზიტისას შედგა.