ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და ერთი კვირის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
დღის წესრიგი ჯერ შედგენილი არ არის, თუმცა ოფიციალური შეხვედრები მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებთან, ორშაბათიდან დაიწყება.