კრისტიან ერიქსენს მოედანზე გულის შეტევა დაემართა – მას ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ

დანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის ინტერის ერთ-ერთ ლიდერს კრისტიან ერიქსენს სტადიონზე გულის შეტევა დაემართა. მას ამ წუთებში, ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ.

შემთხვევა ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩზე პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოხდა. კრისტიან ერიქსენმა გადაცემა გააკეთა და მოულოდნელად დაეცა. სტადიონიდან გაყვანისას ერიქსენი გონზე იყო. მატჩი დროებით შეჩერებულია.