„ამერიკა, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ქართველ ხალხს და სტრატეგიული პარტნიორობა ვერაფრით გაქარწყლდება, რაც არ უნდა რაიმე დოკუმენტებს ხელს აწერდეს „ქოცობა” ჩინეთთან თუ სხვასთან. ეს იყო დახურული შეხვედრა, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ღიად გეუბნებით, კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. აშშ-თვის, ის უზარმაზარი ინვესტიცია, რაც ჩადებულია საქართველოს ფეხზე დაყენებაში, ასობით მილიარდი დოლარი ამერიკელი გადამხდელების ფული, რომ ელემენტარულად გვქონდეს გზა, ინსტიტუციების, იუსტიციის სახლი თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, ეს ასე ვერ გადაიყრება, რაც არ უნდა პრორუსული იყოს ხელისუფლება საქართველოში. ამიტომ, სრული მხარდაჭერა ექნება ყველა მედასავლეთეს და აუცილებლად გამოაშკარავდება უფრო ღიად, ვინ მუშაობს რუსული ინტერესების გასატარებლად“,
ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.