მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობა სანდრო სულაბერიძის წარწერის გამო საქმის აღძვრისა და ხელოვანების საპროტესტო აქციაზე პოლიციის მობილიზების გამო გააკრიტიკა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.
2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სვიმო დადიანის 5 ნამუშევარი გადაიტანეს, ახლა კულტურის სამინისტროს კი ამის დაბრუნება სურს.
“ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა”, – ამბობს ინსპექციის წევრი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარს მალე გააკეთებენ.