კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე – მიკსერი

ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების გადაწყვეტილება პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მისი თქმით, საკონსტიტუციური ცვლილებები და შეთანხმებები დროულად უნდა განხორციელდეს.

„მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად კოვიდ-19 გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე“,- განაცხადა მიქსერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს არ უჭერს ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ საერთაშორისო კანონებს.

,,რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირი, მნიშვნელოვანია ნათლად იყოს გაგებული, რომ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას, მათ შორის მათ სურვილს დაუახლოვდნენ ევროპას და ევროკავშირის სტრუქტურებს”,- განაცხადა მიკსერმა.