კრიტიკულ პაციენტთან, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო – მარინა ეზუგბაია

“კრიტიკულ პაციენტთან, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო”- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს  დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.  მისი თქმით, კლინიკაში ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

“ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, –  განაცხადა ეზუგბაიამ.