თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. 49 წლის მამაკაცი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გადიოდა მკურნალობას.
ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა და ბავშვი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს.