„ევროკავშირში წევრობა ნიშნავს, რომ ევროკავშირში მიღებული თამაშის წესებით უნდა ითამაშო. ყველა წევრი ექვემდებარება იმ წესებს, რომელზეც ევროკავშირი არის აგებული. შესაბამისად, როდესაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გინდა, უნდა გაიზიარო ის წესები, რომელიც ევროკავშირის ოჯახში არის. შენი წესების თავს მოხვევა ევროკავშირის ოჯახზე, მითუმეტეს ისეთი წესები, რომელიც აცდენილია ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ასე ვერ განხორციელდება. ალბათ, ამას გულისხმობდა კუბილიუსი. ჩვენ გვსურს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ამიტომ, უნდა გავიზიაროთ მათი წესები. ეს ძირითადი წესები განსაზღვრავს დემოკრატიულ გარემოს. მუქარად არ მივიჩნევ. ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს რეკომენდაციები ეყრდნობა ევროკავშირში დამკვიდრებულ ღირებულებებს და წესებს. ამიტომ, ნუ აღვიქვამთ ნებისმიერ ასეთ განცხადებას მუქარად ან ულტიმატუმად. ეს არის მიღებული წესი. შემიძლია იგივე გავიმეორო და ვთქვა, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ევროპულ ოჯახში დამკვიდრებული წესების მიღება და შესაბამისი ქცევა“,
აცხადებს პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძე.