ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტური იქნება, თუ მოლაპარაკებებში არაფორმალური ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებიან.
“ძალიან კარგი იქნებოდა, ელჩი დანიელსონი ელაპარაკოს რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. ივანიშვილი და სააკაშვილი არიან ფორმალური ლიდერები, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. არ ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს.
გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის. ეს გაცილებით ეფექტიანი გზა იქნება წინ სვლისთვის”, — განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში”.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში “ხელმძღვანელობის კრიზისია” – არ არსებობენ ლიდერები, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას თავის თავზე და გაიაზრებენ, რომ კომპრომისი საჭიროა.