კუბილიუსი მელიას თავდებში ჩადგომაზე: თუ კრიზისიდან გამოსავალი იქნება, განვიხილავთ

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ თუ ნიკა მელიას თავდებში ჩადგომა კრიზისიდან გამოსავალი იქნება, ამას განიხილავენ.

“თუ ეს იქნება გამოსავალი კრიზისიდან, ჩვენ მზად ვართ, ასეთი იდეა, ასეთი წინადადება განვიხილოთ. ევროპულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, მონახავთ და აღმოაჩენთ ძალიან ბევრ საქართველოს მეგობარს, რომელსაც სურვილი აქვს თავდებში დაუდგნენ [მელიას] და პირადი გარანტიები გასცენ”,– თქვა კუბილიუსმა ფორმულასთან საუბრისას.