კულებამ ჩამოთვალა მსხვილი კომპანიები, რომლებსაც რუსეთი ჯერ არ დაუტოვებია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო ბიზნესს, დატოვონ რუსეთი როგორც მორალური, ისე პრაგმატული მიზეზების გამო. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

კულებას თქმით, რუსეთის ფედერაციაში მუშაობა რეპუტაციისთვის დარტყმაა, რადგან არავის სურს ომის დანაშაულებთან ასოცირება.

“მეორე, რუსეთის ეკონომიკა სწრაფად უახლოვდება კოლაფსს. რუსეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. კომპანიები ცდილობენ ახლა გაიქცნენ, რათა კაპიტალი გამოიტანონ ნანგრევებიდან”,– ამბობს კულება და აღნიშნავს, რომ დღეს დილის მდგომარეობით 209-მა კომპანიამ მთლიანად დატოვა რუსული ბაზარი და შეწყვიტა ურთიერთობა რუს პარტნიორებთან.

მისივე ინფორმაციით, 378 კომპანია აგრძელებს მუშაობას ან მხოლოდ ნაწილობრივ ზღუდავს მუშაობას.

“მსხვილ კომპანიები, რომლებსაც ჯერ არ დაუტოვებიათ რუსეთი, არის: Leroy Merlin, Metro, Auchan, Spar, Pirelli, Accor, Intercontinental Hotel, Otis Worldwide, Honeywell, Mohawk Industries, Arconic, Oriflame, Kimberly-Clark, Koti Retail. , Ecco, Salvatore Ferragamo, Philip Morris, PapaJohn’s, kellogg’s, Beyer, Citigroup, Societe Generale, UniCredit, Intesa Sanpaolo.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსული ბაზარი, ხოლო სხვა მთავრობებს და მომხმარებლებს, ბოიკოტი გამოუცხადონ ამ კომპანიებს, სანამ ისინი არ შეწყვეტენ მუშაობას რუსეთში“, – თქვა კულებამ.