“თავისუფლება ან სიკვდილი” არის ბერძნული ეროვნული რევოლუციის სლოგანი. “უკრაინის თავისუფლება ან სიკვდილი” – ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის უკრაინის რევოლუციის ლოზუნგი. საბერძნეთის მოსახლეობამ, ისევე როგორც სხვამ, იცის რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა და რის ფასად მოიპოვება გამარჯვება. მე და ნიკოსს გვქონდა პროდუქტიული მოლაპარაკებები, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ევროკავშირის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. […] არ დავმალავ, ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმ შეიარაღებას, რომელსაც საბერძნეთი გადასცემს უკრაინას, რათა დავიცვათ ჩვენი მიწა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბერძნეთიდან უკრაინაში BMP-1 ჯავშანტექნიკის დიდი ხნის ნანატრი ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია. მალე ისინი ჩამოვლენ და მყისიერად გაზრდიან ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ საბერძნეთის მადლიერი ვართ ამ დახმარებისთვის”,
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.