კულებას თქმით, უკრაინაში 20 ათასამდე მოხალისე 52 ქვეყნიდან ჩადის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში მოხალისეები  მსოფლიოს 52 ქვეყნიდან ჩადიან. მისი ინფორმაციით, მოხალისეების რაოდენობა 20 ათასს უახლოვდება.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ შექმნა შესაძლებლობა უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ უკრაინელებთან ერთად რუს ბარბაროსებთან ბრძოლა, შეუერთდნენ საერთაშორისო ლეგიონის რიგებს. მუშავდება ასეთი მოქალაქეების მოთხოვნა, მსოფლიოს თავისუფალი ხალხის მობილიზება. უბრალოდ საოცარია. გამოცდილი ვეტერანები და მოხალისეები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან.

ეს არის სურვილი, რომელიც მათ გამოთქვეს, ჩვენ მათ არ ვასტიმულირებთ. ეს მათი ნებაყოფლობითი სურვილია, იბრძოლონ კარგის მხარეს”,– თქვა კულებამ უკრაინული მედიის ცნობით.