ხელოვანთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “გილდია”, კულტურის მინისტრს მიმართავს და რეფორმებს მოითხოვს. გილდია მიესალმება კულტურის დარგის დამოუკიდებელ სამინისტროდ გამოყოფის გადაწყვეტილებას და იმედი აქვს, რომ ახალ გუნდთან ერთად დაიწყება მსჯელობა და მუშაობა კულტურის ინდუსტრიის ძირეულ რეფორმაზე.
“არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ხელოვანთა უმრავლესობას მოღვაწეობა და შრომა უწევსუსამართლო გარემოში, სადაც უგულებელყოფილია ადამიანის ძირითადი უფლებები და დარღვეულია დემოკრატიის პრინციპები. სამინისტროს მიერ განსაკარგი ბიუჯეტი არ ნაწილდება გამჭირვალედ და სამართლიანად, ყურადღება არ ექცევა კერძო ინიციატივებს, არ არსებობს ღია და ეფექტური კომუნიკაცია დასაქმებულებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, სფერო კრიზისშია, რაც მას მოწყვლადს ხდის როგორც ეკონომიკურად, ისე შემოქმედებითად. გვჯერა, შესაბამისი პოლიტიკური ნების პირობებში, აღნიშნული კრიზისის დაძლევა შესაძლებელია. უდავოა, სახელოვნებო სფერო საჭიროებს ავტონომიას, ხელოვანი – გამოხატვის თავისუფლებას, შრომა – ღირსეულ ანაზღაურებას, სახელმწიფო საქმიანობა კი გამჭირვალობას. და ბოლოს – კულტურას სჭირდება რეფორმა!– ნათქვამია მიმართვაში.
ავტორები კულტურის მინისტრისგან შემდეგ ცვლილებებს ითხოვენ:
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სფეროს
წარმომადგენელთა ფართო ჩართულობა, პრობლემების იდენტიფიცირების დემოკრატიული
პროცედურის შემუშავება და განხორციელება; ვითხოვთ, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, განავითაროს პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება უფუნქციო ინფრასტრუქტურის შემოქმედებით ჰაბებად გარდაქმნაზე;
„კულტურის სტრატეგია 2025-ით“ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, შესაბამისად, კულტურის სექტორის იმგვარად მოწყობას, როგორც ეს დეკლარირებული გვაქვს არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში;
ფილანთროპიისა და ქველმოქმედების შესახებ კანონის დაუყოვნებლივ მიღებას;
კულტურის სფეროში, კერძო ინვესტიციების/ინიციატივების წახალისების მიზნით, სპონსორობის,
კულტურის დაფინანსების წესის რეფორმის პროცესი უნდა გახდეს გამჭირვალე და რესურსები უნდა გადანაწილდეს სამართლიანად;
სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელობის მოდელის რეფორმასა და არჩევნების წესის ცვლილებას;
კულტურის სფეროში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას