კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა

პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა.

“ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვალს ეს არ გადასცდება”,– განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას.

დღეს პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ერთპარტიული პარლამენტი პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენს.