დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პარლამენტში ახალშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ბოლქვაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა.
კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა.