კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა.ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“1989 წლიდან გახლდათ ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, იყო კამერული ორკესტრის თბილისის კონცერტინოს დირექტორი, მოგვიანებით ტელეფესტივალ მანას აღმასრულებელი დირექტორი, ტიბისი ტვ-ს გენერალური პროდიუსერი, გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის დირექტორი, შპს მელოდია არტის გენერალური პროდიუსერი, ასევე, თბილისის ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე გახლდათ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი”. – თქვა კობახიძემ.