“დღეს კულტურის სამინისტროს სჭირდება ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიცაა პრინციპული ქალბატონი თეა წულუკიანი. ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და რატომაა აჟიოტაჟი უკვე ვხვდები. მთავარი თეამ რაც უნდა გააკეთოს, ეს არის, რომ უნდა იყოს ყველას მინისტრი და არ უნდა იყოს დაყოფა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ეს ტენდენცია უნდა დაინგრეს. მე ვიცი წულუკიანის გეგმები, ის პრინციპულად მზად არის, რომ ყველა ადამიანს შეხვდეს და უკვე დაიწყო ეს შეხვედრები.
ეს ადვილი სფერო არ არის, მას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ხვდება. ჩათვალეთ, კულტურის სამინისტრო არ არსებობს. დღეს მთავარია, იყო კარგი მენეჯერი და გყავდეს პროფესიონალთა გუნდი და არა დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პარტიის წარმომადგენელი, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს საქართველოში. ქართული კულტურა უდიდესი მემკვიდრეობაა, ეს დიმპიტაური-დამპიტაური არ არის. ადამიანი ჯერ არ მისულა და აცადეთ, იქნებ აკეთებს. ხელოვან ადამიანებს არ გაუჭირდებათ თქვან, რომ ვერ გააკეთა”,- თქვა ოქიტაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.
ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი შესაძლოა კულტურის მინისტრად დაინიშნოს.