კულუმბეგოვი: საქართველოში შიდა გავრცელებაა, პირბადის ამარა დავრჩით

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება მიმდინარეობს, საზოგადოება კი პირბადის ამარა დარჩა.

“რეპროდუქციული მაჩვენებელი 1-ზე ზემოთ არის, ანუ საქართველოში ხდება შიდა საზოგადოებრივი გავრცელება. შესაბამისად, შემაკავებელი ღონისძიებები ამ დროს არის მხოლოდ და მხოლოდ პირბადე, დისტანციის დაცვა, ვაქცინაციის პროცესი და მობილობის შეზღუდვა. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში რეალურად მობილობა შეზღუდული არ გვაქვს. ძალიან ნაადრევად, მე ასე მიმაჩნია, რომ იქნა მოხსნილი ეს ყველაფერი.

მეორეს მხრივ ვაქცინაცია ვერ არის ისეთი წარმატებული, რომელსაც ტალღაზე შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს. რეალურად დავრჩით პირბადის ამარა. თუ ამას ადამიანები ძალიან მაღალი შეგნებით არ მოეკიდებიან და კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, მაშინ რეალურად ეს მესამე ტალღა არის გარდაუვალი,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

მოსალოდნელ შეზღუდვებზე საუბრობს ამირან გამყრელიძეც.