ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოფარმის” გამოყენება 4 მაისს ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყება.
მისივე განცხადებით, ეს ვაქცინა ავტორიზაციას აუცილებლად მიიღებს, ამიტომ უფლება არ აქვთ, მაცივარში ელაგოთ ვაქცინა და ჯანმოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.
“ქვეყანამ მიიღო გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება იმუნიზაციის საბჭოსთან ერთად. ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ 4 მაისს დაიწყოს “სინოფარმით” ვაქცინაცია.
ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის მონაცემი, რადგანაც ამ კონდიციამდე მივიდა “სინოფარმის” ვაქცინა, აუცილებლად ექნება მას ავტორიზაცია. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ათ დღეში. რა თქმა უნდა, ყველა 500 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას,“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი რუსთავი 2–ის ეთერში.