კურიერი, რომელიც გუშინ თემქაზე ავტომანქანამ გაიტანა, გარდაიცვალა.
ინფორმაცია „ჩემო კარგოს“ დელივერი დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ მესხმა ,,ფორმულას” დაუდასტურა.
„დიახ გარდაიცვალა. სამსახურიდან მეგობართან წავიდა, იქიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა“, – თქვა მესხმა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე, 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოპედს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.