რუსეთში, კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს 11 აპრილიდან ტერორისტული საფრთხის “ყვითელ“ დონეს აცხადებენ. რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოისის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება “უკრაინელი ნაციონალისტების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან“ დაკავშირებით მიიღეს.
“ყვითელი დონე“ ეს არის ტერორისტული საფრთხის მეორე დონე. სულ შკალაზე სამი დონეა.
ოლქის ტერიტორიაზე უკვე დააყენეს საკონტროლო–სათვალთვალო პუნქტები, სადაც პოლიცია და სამხედროები იმორიგევებენ, გაძლიერებულია დასახლებული პუნქტების პატრულირება.
ოლქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას მოუწოდებს ფრთხილად იყვნენ და სამართალდამცავებთან ითანამშრომლონ.