კურსკში, 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ! 594 რუსი ჯარისკაცი ავიყვანეთ – გენერალი სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის, უკრაინელები 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, ამასთანავე ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა კი, 594 -ია.

„დღევანდელი მონაცემებით, 1294 კვადრატულ კილომეტრს ვაკონტროლებთ, ეს 100 დასახლებული პუნქტია. საგრძნობლად შევავსეთ ტყვეების გაცვლის ფონდი. ტყვედ რუსეთის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი.[…]ამჟამად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსკის მიმართულებით უკვე დაახლოებით 30 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა გადაყვანილი და ეს მაჩვენებელი იზრდება“, – აღნიშნა ალექსანდრ სირსკიმ.