კურსკში 82 დასახლებას ვაკონტროლებთ, შეიქმნა სამხედრო სამეთაურო ოფისი – გენერალი სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკისთან, სამხედრო შტაბის სხდომაზე კურსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, უკრაინელები 82 დასახლებაზე 1150 კვ.კმ ამყარებენ კონტროლს. ამასთანავე სირსკი აცხადებს, რომ უკრაინამ შექმნა პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მისი თქმით, ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი დაინიშნა.