ლაგოდეხში ორსული ქალი დაჭრეს

გუშინ გვიან ღამით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა ხმაური გაიგო და გარეთ გავიდა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

ქალი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.