ლაგოდეხში სამი ადამიანი დაჭრეს

ლაგოდეხში ფიზიკური დაპირისპირებისას 3 ახალგაზრდა დაჭრეს  –  ლაგოდეხის ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილები ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში არიან გადაყვანილები – ექიმის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაძიანებას გულისხმობს.