ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისსოფელ კაბალში, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. არსებული ინფორმაციით, ორიდან ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და ეზოში მდგომი ავტომანქანა დააზიანა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა, გამთენიისას მოხდა. ადგილზე სამართალდამცავების მობილიზაციაა.
სოფელ კაბალში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარის შეგდების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
გავრცელებული ცნობით, კონფლიქტი ბიზნეს წილების გადანაწილებას უკავშირდება.