ლაგოდეხში, სოფელ კაბალში კაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში 40-წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი კაბალის ახალი სასაფლაოს მიმდებარედ ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი მესაფლავედ მუშაობდა. მას რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც კაცი გაუჩინარდა, ხოლო ოჯახი დაკარგულს ეძებდა.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით კი მისი ცხედარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.