ლაგოდეხში ქორწინების მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს. ის და მისი გამტაცებელი 21 წლის ბიჭი ამ წუთებში აფენის პოლიციაში იკითხებიან.

არასრულწლოვანის ოჯახი გამტაცებლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

გოგონას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ის მეზობელთან  ნიშნობაში იმყოფებოდა, უკან დაბრუნებული კი რამდენიმე პირმა დაუდგენელი მიმართულებით გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს