“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ცათამბჯენები აშენდება – თბილისის საკრებულომ გმირთა მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 50-სართულიანი 2 ცათამბჯენი აშენდება.
12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მშენებლობა თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს საბოლოოდ მოკლავს და დედაქალაქსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.