ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უცნობია, არის თუ არა რომელიმე დამნაშავე იდენტიფიცირებული ან გამოკითხული.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ და სცემეს. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.