ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე აცხადებს, რომ გუშინ ტელეკომპანია “პირვეის” ეთერში გასული სიუჟეტი და ჩანაწერები არ უნახავს რადგან არ უყურებს ამ ტელევიზიას. ამის შესახებ მან ON.GE-სთან საუბარში განაცხადა
“არ მინახავს, არ მინახავს, ახლა ტელეფონში რაღაცებს ვკითხულობდი და არ მინახავს. საერთოდ, მე მაგ ტელევიზიას არ ვუყურებ, ბოდიშს ვიხდი. შეიძლება არ არის მისაღები, მაგრამ მე რამდენიმე ტელევიზიას არ ვუყურებ, იმიტომ, რომ არ მაწყობს დეზინფორმაციის ყურება, იმიტომ რომ მაგას სპეციალურად უნდა უყურო, გახედნილი უნდა იყო მაგაზე და მე არ მაქვს მაგის სურვილი არანაირი”, – აცხადებს ლადო კახაძე.