ლადო კახაძე: პირბადეს ნუ უგანებთ, გიგიენა, ხელის დამუშავება…

“პირბადეს ნუ უგანებთ”,- მიმართავს საზოგადოებას ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე.

ციფრი, რომელიც დღეს გაჟღერდა – 673 გამომჟღავნება, ეს მატების ისეთი ნიშანია, რომელიც ჩვენგან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ვთხოვ მოსახლეობას, ასაკიდან გამომდინარე ზოგს, როგორც ბაბუა ისე ვთხოვ, ზოგს როგორც მშობელი და მეგობარი. პირბადეს ნუ უგანებთ… პირბადის გარეშე ნუ ივლით. გიგიენა, ხელის დამუშავება, აერაცია იმ სივრცის, სადაც თქვენ ღვაწობთ…

ერთადერთი გზა ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა, არის ვაქცინაცია. ჩვენმა ხელისუფალმა არჩევანიც მივეცით. რამდენიმე ვაქცინა კიდევ გაჩნდება და ვთხოვ მოსახლეობის ფართო მასებს, იაქტიურონ”, – ამბობს ლადო კახაძე.