ლავროვის თქმით, ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. აღნიშნული განცხადება, ლავროვმა, რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

”ნამდვილად არ ვისურვებდი, ახლა,  როგორც პატივცემულ პოლიტოლოგებზე დაყრდნობით თქვით, როცა საფრთხე მართლაც ძალიან, ძალიან არსებითია, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ეს საფრთხე ხელოვნურად გაებერათ, ამის მსურველები კი ცოტა არ არიან. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია, არ შეიძლება მისი არასწორი შეფასება.”- აცხადებს ლავროვი.