ლავროვი ამბობს, რომ აშშ პუტინის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავდა

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC აქვეყნებს ნაწყვეტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინტერვიუდან . ერთ-ერთ მათგანში მან შენიშნა, რომ ვიღაც ვაშინგტონში რუსეთის პრეზიდენტის ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმებს აყალიბებდა.

„ვაშინგტონი ყველაზე შორს წავიდა: იქ პენტაგონის ზოგიერთი „უსახელო თანამდებობის პირი“ რეალურად დაემუქრა კრემლს “თავის მომკვეთი დარტყმის“ მიყენებით, ფაქტობრივად, საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკურ ლიკვიდაციის საფრთხეზე. თუ ასეთ იდეებს ვინმე რეალურად ასაზრდოებს, ამ ადამიანმა ძალიან კარგად უნდა იფიქროს ასეთი გეგმების შესაძლო შედეგებზე“, – ციტირებს TACC ლავროვის სიტყვებს.

ლავროვი არ აკონკრეტებს ამ ინფორმაციის წყაროს, მაგრამ მისი მოყვანილი დეტალები შეესაბამება 29 სექტემბერს Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიას – გამოქვეყნებიდან მალევე მას აღშფოთებით გამოეხმაურა რუსეთის საელჩო აშშ-ში. თუ მართლაც მასზეა საუბარი, მაშინ მინისტრი არაფერს ამბობს კონტექსტზე. სტატია გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც კრემლი აძლიერებდა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს (ბოლო კვირებში ეს მუქარები  გარკვეულწილად ნაკლებად ისმის). სტატიაში განხილული იყო, თუ როგორ იმოქმედებს აშშ, თუ რუსეთი ამ საფრთხეების რეალიზებას მოახდენს; Newsweek-ის თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთ შემთხვევაში, აშშ დიდი ალბათობით არ უპასუხებს ბირთვული იარაღითვე, თუ  თავდასხმა უშუალოდ მის ტერიტორიაზე არ მოხდება, არამედ კონტექსტში სავარაუდოდ გამოიყენებს  არაბირთვულ ალტერნატივებს, მათ შორის „დარტყმას კრემლის გულში პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის”.

ამასთან, ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პირადად პრეზიდენტმა ბაიდენმა, არაერთხელ თქვეს, რომ ისინი არ ცდილობენ პუტინის რეჟიმის დამხობას, მიუხედავად მისი ქმედებების მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებისა.