“ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. მინდა შევახსენო ყველა ქვეყანას, რომელსაც შეუძლია განიხილოს ეს აზრი, რომ საბჭოთა სისტემები და რუსული წარმოების სისტემები იქ არის სამთავრობათაშორისო შეთანხმებებისა და კონტრაქტების შესაბამისად, რომლებსაც ასევე აქვთ მომხმარებლის სერთიფიკატი და ეს სერთიფიკატი არ იძლევა ამ სისტემების მესამე ქვეყნებში გაგზავნის საშუალებას.”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა,  Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას.