ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული  სიტუაცია ამერიკისა და ნატო-ს მოკავშირეების უსაზღვრო გაფართოების შედეგია.  ამის შესახებ, ლავროვმა, გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან  შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ევროპის კონტინენტზე არსებულ ვითარებაზე იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინაში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში. სიტუაცია იქ არც დღეს, არც გუშინ გართულებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიტუაცია გარკვეულწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების ნატო-ს გაფართოების შეუზღუდავი კურსის შედეგად, ერთპოლუსიანი სამყაროს დამტკიცებით” – აცხადებს ლავროვი.