ლავროვი და კულება ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ პრესკონფერენციაზე ლავროვთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის საგარეო მინისტრთან ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდა. მისი განცხადებით, ის ანტალიაში ჩასულიყო იყო პრობლემების მოსაგვარებლად, ლავროვი კი მის მოსასმენად.

მიუხედავად ამისა, კულება აღნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინაში ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზების მოსაძებნად.

უკრაინის საგარეო მინისტრი მზადაა, ლავროვს კიდევ შეხვდეს ამ ფორმატში, “თუ არსებობს პერსპექტივები არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილებების მოძიებისთვის”.

“მზად ვარ, გავაგრძელო ეს ჩართულობა უკრაინაში ომის დასრულების, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან განთავისუფლების მიზნით“,– აღნიშნა კულებამ.