“ქართული ოცნება ივანიშვილის ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ახერხებდა დასავლეთთან ბალანსირებას და ჩვენებას, რომ თითქოს ის არის პროდასავლური ძალა და ბევრმა დასავლეთში ეს დაიჯერა. მათ შეძლეს, რომ დასავლეთში ბევრი პოლიტიკოსისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ. როგორც კი მათ ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრა და დაკარგავენ ძალაუფლებას ყველა შემთხვევაში, მათ დასაყრდენი დასავლეთში აღარ აქვთ. ყველამ დაინახა მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა სასამართლო ჯიბეში ჩაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩო ყვითელი მარკერით უხაზავდა, რა იყო გასაკეთებელი და შარლ მიშელის დოკუმენტშიც ჩაიდო, რა იყო გასაკეთებელი, ივანიშვილმა აიღო და საკუთარი მართული კლანი ჩააბეტონა უზენაეს სასამართლოში. კითხვის ნიშნები დასავლეთში იმასთან დაკავშირებით, რა ძალა არის ეს, არავის აღარ აქვს. არავის აღარ სჯერა, რომ ესენი არიან პროდასავლული ძალა და მათ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება უნდათ. ყველამ დაინახა, რომ ესენი არიან ხელისუფლებას ჩაჭიდებული კლეპტოკრატები და მათ დასაყრდენი დასავლეთში აღარ აქვთ.

ასეთი ძალის ბუნებრივი არჩევანი არის რუსეთი და რუსეთიც ამაზე პასუხობს, პინგ-პონგს ეთამაშება, რადგან თქვენ ჩვენკენ მოდიხართ, იმიტომ რომ სხვა დასაყრდენი მაინც არ გაქვთ და სხვანაირად ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებთ, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩაგიკრათ გულში, ამას ნიშნავს ლავროვის განცხადება. ეს მადლიერება არ არის, თამაშის შეთავაზებაა”

განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში. მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.