რუსეთის საგარეო მინისტრი, სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს რუსეთს, თუმცა იმყოფებიან აშშ-ს “მასობრივი” და “ბინძური” ზეწოლის ქვეშ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კითხვაზე, უჭერს თუ არა რუსეთს მხარს რომელიმე სახელმწიფო, ლავროვმა დადებითად უპასუხა:
„ძირითადად, ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ. მაგრამ ზეწოლა მათზე არა მხოლოდ უპრეცედენტოა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთ რამეს.
ვიცოდი, რომ ამერიკელები მზად იყვნენ ბევრისთვის, რათა თავიდან აიცილონ რაიმე პოზიტიური განვითარება ჭეშმარიტი მრავალპოლარული და თანაბარი სამყაროსკენ, მაგრამ თუ ისინი გააკეთებდნენ ასეთ ბინძურ საქმეს, კოშმარშიც კი ვერ ვიფიქრებდი“, – განაცხადა ლავროვმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, გარდა საფრანგეთისა, აშშ-ს უკვე “დაუწვა”