ლაზარეს შეწყალება დილით გადავწყვიტე, არ დაველოდე არავის მოწოდებას – პრეზიდენტი

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების [გადაწყვეტილება] მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც რაღაც მუქარებს, მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს.

ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე, მე ჩემს თავთან ერთად და ამაზე ვფიქრობ რამდენიმე დღეა, თუმცა, სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი. გადავწყვიტე ათ საათსა და რამდენიმე წუთზე.

აცხადებს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV პირველის ეთერში.