ლაიენმა ზელენსკის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა – ევროკომისიის წარმომადგენელი

“ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა”- ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა.

“ევროკომისიის პრეზიდენტი პრეზიდენტ ზელენსკის დაუკავშირდა ბოლო მოვლენების თაობაზე. [ევროკომისიის] პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგების თაობაზე და უკრაინის მთავრობას ახსნა სთხოვა.

კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირეული ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან. კომპრომისი ვერ იქნება”, – განაცხადა მერსიემ.