ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, დიდთოვლობის შედეგად ლანჩხუთში ჩამონგრეულია 40-მდე სახლი.
რამდენიმე დღეა გურიის მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდთოვლობის და სტიქიის გამო ელექტროენერგია, ინტერნეტი და გაზი არ მიეწოდება. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
გურიაში დიდთოვლობას მამაკაცი ემსხვერპლა.
გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში სტიქიას შუახნის კაცი ემსხვერპლა.