ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.