ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მოკლულია და მას ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.