ლარის გაუფასურებას, მაჭავარიანის მსგავსად, ცქიტიშვილიც პოლიტიკური პროცესით ხსნის

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ირაკლი კობახიძის და ივანე მაჭავარიანის მსგავსად, ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ვალუტის კურსის რეაგირება არ უნდა გაგვიკვირდეს.

“ჩვენ ვხედავთ შევარდნების მცდელობას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დაძაბულ, მართულ პოლიტკურ პროცესს, რომელიც გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ როდესაც ეს ხდება, როდესაც ამას აკეთებენ და მიზანმიმართულად აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივიცი გზით გაარკვინ არჩენვების შედეგები. როდესაც ნაცვლად ამისა ჩვვენ ვხედავთ ასეთი არეულობის მცდელობას, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენი ვალუტის კურსი რეაგირებს ამაზე”, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, ანალოგიური განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც და თქვა, რომ ლარის კურსის მერყეობა იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან. იგივე თქვა ირაკლი კობახიძემაც.