ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ცნობით, 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.58 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0909 ლარს შეადგენს.

ლარი ევროსთან მიმართებით 1.18 თეთრით გამყარდა, რის შედეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4813 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.